"ხარჯების შემცირება გამოიწვევს უმუშევრობას" - კორუფციის მკვლევარები საფრთხეებზე საუბრობენ
კორუფციის მკვლევარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების ოფისებში შესვლის შემდეგ, შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.
ბესო დონაძის განცხადებით, კომპანიების ხარჯების შემცირება სუპერმარკეტების დახურვას გამოიწვევს, რაც თავისთავად გაზრდის უმუშევრობის დონეს და გამოიწვევს პროდუქტების დეფიციტს.
კორუფციის მკვლევარი აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში დაბალი ფასების მისაღწევად ძალმომრეობითი გზა აირჩია, რაზეც ბიზნესი თავისი სიჩუმით დათანხმდა.
ხარჯების შემცირება გამოიწვევს სუპერმარკეტების დაკეტვას, სუპერმარკეტების დაკეტვა გამოიწვევს ბევრი უმუშევარი ადამიანის დატოვებას, ასევე პროდუქტი იქნება მიუწვდომელი. მეორე, თუ მოგების ხარჯზე დათმობს და ფასებს დააკლებს, ეს ნიშნავს, რომ გარიგებაში შევა სახელმწიფოსთან და რაღაც გარკვეულ კომპენსირებას გაუკეთებს შემდეგ უკვე კობახიძე, მიწის ნაკვეთს აჩუქებენ სახელმწიფოს ხარჯზე, შენობა-ნაგებობას, ტენდერში მონაწილეობას მიაღებინებენ, დაასუფსიდირებენ და ა.შ..
საბოლოო ჯამში, მოსახლეობას სჭირდება დაბალი ფასები, მხოლოდ აქ უნდა იყოს გამიჯნული ცივილიზებული გზა, თუ ძალმომრეობითი, სამწუხაროდ, ძალმომრეობითი გზა აირჩია მთვარობამ, ამაზე ბიზნესი დათანხმდა მისი სიჩუმით," - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიების ოფისებში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.
"საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც" - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში