ტაივანელი ნარკობარონის სკანდალი - როგორც იქცა ბათუმი ძებნილის თავშესაფრად?

22.01.26 20:37
ტაივანელი ნარკობარონის სკანდალი - როგორც იქცა ბათუმი ძებნილის თავშესაფრად?

ტაივანელი ნარკობარონის სკანდალი - როგორც აღმოჩნდა ტაივანელი ნარკომოვაჭრე საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ სპონსორი? - "occrp" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა დაადგინა ადამიანი, რომელიც ივანიშვილის გუნდმა კამბოჯელ ინვესტორად გაგვაცნო , საერთაშორისო დონის დამნაშავე და რამდენიმე ქვეყანაში ბრალდებული მინ ჩინქსუა.

ის თავის ქვეყანაში  ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა ძებნილი. მას შემდეგ რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებაში ცნო დამნაშავედ, ის ქვეყნიდან გაიქცა. მინ ჩინ ქსუა სამი ქვეყანაშიია ეჭვმიტანილი, 364 მილიონი დოლარის ნარკოტიკების გადაზიდვის დაფიანნსებისთვის. 

გამოცემა პრაიმ ტაიმი, საზოგადოებას  სტატიებს სთავაზობდაა დიდი ქველმოქმედების შესახებ, თუმცა გაირკვა რომ  ამ ყველაფრის უკან საკუთარი ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი კაცი იდგა.  როგორც კი occrp-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა კითხვები დასვა, სტატია წაიშალა. 

ისმის კითხვა, რატომ ხსნის ქვეყნის კარს "ოცნება" საერთაშორისო კრიმინალებისთვის? - "ოცნების" დეპუტატებმა მხოლოდ ჩვენგან გაიგეს, რომ ძებნილი  მინ ჩინ ქსუა საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა და ბათუმში  რამდენიმე კომპანია დაარსა -"ლიქსინ თრეველი" და "ლიქსინ თრეიდინგიც". ქართული ოცნების დეპუტატებს არ აქვთ პასუხი, რატომ არ იკვლევს "ოცნება" იმ ინვესტორების ფულის წამომავლობას, ვისაც ქვეყანაში უშვებენ. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები