სოფელ წინაგარას მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

22.01.26 19:39
სოფელ წინაგარას მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით, 21 იანვარს, ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ რუსი საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია.

მათივე ინფორმაციით, ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები