პროკურორი პასუხობს კითხვას, ეშინია თუ არა ბრალდების მხარეს გახარიას პროცესზე ჩართვის

22.01.26 21:06
პროკურორი პასუხობს კითხვას, ეშინია თუ არა ბრალდების მხარეს გახარიას პროცესზე ჩართვის

20 ივნისის საქმე - გიორგი გახარია დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს. ექსპრემიერის ადვოკატს აქვს ვარაუდი, რომ შესაძლოა მიზანმიმართულად ხდებოდეს გახარიასთვის უარის თქმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებმა საქმის პროკურორს ჰკითხეს, ხომ არ ეშინიათ იმ ინფორმაციის, რომელიც შესაძლოა გიორგი გახარიამ სასამართლო პროცესზე გააჟღეროს და ამიტომ ხომ არ ეუბნებიან ექს-პრემიერს ჩართვაზე უარი. 

სახელმწიფო ბრალმდებელი ირწმუნება, რომ "ბრალდების მხარეს მოცემულ საქმეზე არაფრის არ ეშინია". 

მისი მტკიცებით, დღეის მდგომარეობით გახარია არის ძებნილი, თავს არიდებს სასამართლოზე გამოცხადებას, შესაბამისად, ძებნილი პირი პროცესებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ბრალდების მხარეს მოცემულ საქმეზე არაფრის არ ეშინია. ეს მტკიცებულებები ყველაფერი გამოკვლეული იქნება სასამართლო სხდომაზე. მათ შორის ის მტკიცებულებები, რაც თუნდაც გახარიამ პირდაპირ ეთერში საგამოძიებო კომისიაზე . ეს ყველა მტკიცებულება და მისი პოზიცია თავისუფლად შესაძლებელია გაჟღერებულ იქნას დაცვის მხარის მიმართ.

დაიწყო საქმის არსებითი განხილვა, გიორგი გახარიას სისხლის სამართლის საქმეზე, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის დ ბრალდების მხარის მხირდან წარმოთქმული იყო შესავალი სიტყვები, ორივე მხარის მხრიდან დასაბუთებული იქნა ჩვენი პოზიცია. ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ აღნიშნულ საქმეზე წარმოდგენილია ათეულობით მტკიცებულება, ეს გახლავთ გამოკითხვის ოქმები, გამოთხოვილი ინფორმაციები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც უშუალოდ ადასტურებს ბრალდებულის მიმართ ბრალწარდგენილი ქმედების განხორციელებას.შემდეგი პროცესიდან დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. აღნიშნულო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგაც, როგორც ბრალდების მხარემ სასამართლოსაც განუმარტა, მოლოდინი გვაქვს, რომ მოცემულ საქმეზე გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გახარიას, პირველივე შესაძლებლობისთანავე ბრალდების მხარემ მისცა შესაძლებლობა, რომ ის ჩართული ყოფილიყო პროცესებში სრულად. მასთან მოხდა კომუნიკაცია, თუმცა გახარიას მხრიდან არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა, ის თავს არიდებს პროცესზე გამოცხადებას, მას არ ჰქონია პოზიცია არც პირველი წარდგენის სხდომაზე, არც წინა სასამართლოზე, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობის მიღებაზე. დღეის მდგომარეობით ის არის ძებნილი, თავს არიდებს სასამართლოზე გამოცხადებას, შესაბამისად, ძებნილი პირი პროცესებში მონაწილეობას ვერ მიიღებს", - აცახდებს პროკურორი. 

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები