პირველი განაჩენი ტროტუარის საქმეზე - რეზი დუმბაძეს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
პირველი განაჩენი ტროტუარის საქმეზე - თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო პროევროპული აქციების მონაწილე რეზი დუმბაძე, “ხალხის გადაადგილების „დაბრკოლების“ - აქციაში მონაწილეობის - გამო და სიტყვიერად გაფრთხილა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა.
დუმბაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 17 დეკემბერს ტროტუარის “გადაკეტვას“ ედავებოდა.