გიორგი ვაშაძემ რუსთავის ციხე დატოვა (ვიდეო)
გიორგი ვაშაძე თავისუფალია - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა რუსთავის ციხე დატოვა.
პოლიტიკოსს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.