სანდრო მეგრელიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდება
პირველი ატივისტი, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაში გაუშვეს, სანდრო მეგრელიშვილია - სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდება
როგორც აბესაძე აცხადებს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ადამიანი ტროტუარზე მშვიდად იდგა.
„კობახიძე-პაპუაშვილის სულელურ კანონს აბსოლუტურად კომიკური განმარტება მოაყოლა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლე მაკარიძემ - ანუ თუ თქვენ ტროტუარზე დგახართ, სვამთ ლუდს, მიირთმევთ მზესუმზირას და ჭორაობთ მეზობლის ცხოვრებაზე ან საუბრობთ ივანიშვილის ზებრებზე ან თუნდაც ფეხბურთზე - თქვენ კანონს არ არღვევთ. მაგრამ თუ თქვენ ტროტუარზე დგახართ, გიჭირავთ საქართველოს დროშა და მსჯელობთ ქვეყნის უკეთეს მომავალზე, საქართველოს განვითარების გზებზე - თქვენ უხეში კანონდამრღვევი ხართ და საპატიმროშია თქვენი ადგილი 15 დღემდე ვადით. თუ გაბედეთ და კიდე ერთხელ იმსჯელეთ სამშობლოს ბედზე ტროტუარზე, მაშინ ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და თქვენ 1 წლამდე პატიმრობა გემუქრებათ.
სანდრო მეგრელიშვილი ამისთვის მზად იყო - აი, ამ რეჟიმის მონა მსახურები რას აპირებენ მომავალში, ეს აღარ ვიცი“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
სანდრო მეგრელიშვილი 4 დღიან პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესს ესწრებოდა თავად სამოქალაქო ატივისტი.
მეგრელიშვილი პირველია, ვისაც ტროტუარზე დგომის საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს.
ამავე საქმეზე გასამათლე ის მოლოდინშია კიდევ რამდენიმე აქტივისტი.