საქმეში, რომლითაც 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან არის ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი - ვაშაძე
გიორგი ვაშაძემ მოლოდინი აქვს, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც "ოცნებამ" 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრა შეწყდება.
მისი თქმთ, საქის მასალები, რაც მან ნახა ცარიელი ფურცლებია და მეტი არაფერი - "საქმეში არის ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი"
ვაშაძის განცხადებით, პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იმისთვის აღძრა, რათა მან უკან დაიხიოს.
ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ხალხი, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, სამშობლოს სიყვარულია, ჩვენი შვილებია - აცხადებს პოლიტიკოსი.
„ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე და საქმეში რა არის: ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი. მეტი არაფერი არ წერია, საერთოდ არაფერი არ არის საქმეში.
ეს საქმე არის არაფერი, მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება, მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეშიც გავიმარჯვებ და ჩვენს ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ და მე მაქვს რწმენა იმის, რომ ყველა ერთად, ძლიერად და ღირსეულად შევაბიჯებთ ევროკავშირში. ამ საქმეში არაფერი არ არის - წარმოიდგინეთ, ჩემი საქმე არის იგივე, რომ ხვალ დილით ნებისმიერმა თქვენგანმა გაიღვიძოთ, ჩართოთ ტელევიზორი და გენერალური პროკურორი გამოდის, რომ თქვენ გდებთ მკვლელობაში ბრალს, ოღონდ არც მოკლული არსებობს, არც არაფერი არსებობს, უბრალოდ გეუბნებათ, რომ ბრალდებული ხართ და უნდა ჩაგსვათ ციხეში, არავინ არ მოუკლავთ, მაგრამ თქვენ მაინც ვიღაც მოკალით. რანაირად შეიძლება, რომ ეს საქმე რამენაირად წინ წავიდეს. ვერ წავა. ჰგონიათ, რომ ჩვენ უკან დავიხევთ და არ დავიხევთ უკან! ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ხალხი, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, სამშობლოს სიყვარულია, ჩვენი შვილებია, რანაირად დავიხიოთ უკან, სად წავიდეთ? განა წასასვლელი არ გვაქვს, ნებისმიერ ქვეყანაში წავალთ და ბევრს მივაღწევთ, მაგრამ მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული და არ ვაპირებ უკან დახევას და ვაპირებ ბრძოლას!”, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენეს ბრალი, საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
- შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე პარასკევს, 19 დეკემბერს დატოვა. ის ციხეში თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს.