ე.წ. ქურდული მუსიკის გამო დაწყებული ჩხუბი - შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
ტყიბულში შუფუტინსკის სიმღერების გამო დაწყებულ დაპირისპირებაში მონაწილე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო-იმერეთი ავრცელებს.
ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსს, მ. გიგაურს გამოძიება დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება.
გიგაურთან ერთად, მსგავსი სახის გირაო შეეფარდათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო. როგორც ირკვევა, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რესტორან "იბერიაში“ აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებების
წარმომადგენლებს შორის დაწყებული კამათი ეზოში ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.