თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, სადისტრიბუციო სექტორის შეძლებს გადასახადები დაზოგონ - რიჟამაძე
თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, სადისტრიბუციო სექტორისთვის არსებობს სივრცე, რომ გადასახადები დაზოგონ, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასზე, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
დისტრიბუტორებს რაც შეეხება - რიჟამაძის თქმით, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს.
ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ, რომლის გაღებაც უწევს და ისახება ფასში. დოკუმენტურად შესაძლოა ჩანდეს, რომ ფასნამატია მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება... ჩვენ ერთ-ერთ ნაწილად ვხედავთ მინიმუმ თუ გაიაფება არა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას“,- ამბობს ის.
ამასთან, რიჟამაძე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს.
არ ვიცით, 86% რა ფორმულით იქნა გამოთვლილი. შესაძლოა, რიგ პროდუქტზე იყოს მსგავსი ფასნამატი, ზოგზე ნაკლები, ან უფრო მეტი. ამას მხოლოდ ქსელური მარკეტი არ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილში თამაშობს როლს. რეალურად არსებობს სხვა მთელი რიგი გარემოებები, რომელიც საბოლოოდ ზემოქმედებს, მათ შორის საბანკო პროდუქტი, საზღვარგარეთ გაძვირებული ფასი და ასე შემდეგ, - თქვა მან.
საათზე მეტია, მთავრობის ადმინისტრაციაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან.