ვინ არის მოსამართლე, ვინც ტროტუარზე დგომისთვის ხალხს პატიმრობაში უშვებს?

23.01.26 13:16
ვინ არის მოსამართლე, ვინც ტროტუარზე დგომისთვის ხალხს პატიმრობაში უშვებს?

მოსამართლე, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის ხალხს დილიდან პატიმრობაში უშვებს დავით მაკარიძეა - ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გორიდან ნოემბერში გადმოიყვანეს.

სწორედ მან გაუშვა 4-4 დღიან პატიმრობაში სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია. ცოტა ხნის წინ კი 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს. ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც. 

რა ვიცით მოსამართლე მაკარიძეზე: 

  • 4 წლის განმავლობაში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. მოსამართლეობამდე მაკარაძე საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. 
  • 2012-2017 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი.
  • 2017-2019 წლებში იყო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
  • 2020-2021 წლებში იყო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
  • 2021-2025 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
  • 2025 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

ადვოკატი მარიკა არევაძე, რომელიც სამოქალაქო აქტიოვისტებსი უფლებებს იცავს ამბობს, რომ რიგი მოსამართლეები, რომლებიც რეპრესიულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დააწინაურეს, ამიტომაც ახლა რეგიონებიდან გადმოიყვანეს ახალი მოსამართლეები, რომლებიც "ოცნების" დავალებებს შეასრულებენ. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ერთგვარი საქმეები ეწერება მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფს, რომლებიც ფაქტობრივად ყველაფერზე აწერენ ხელს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ბედავენ შეაესრულონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. გარკვეული რაოდენობა დააწინაურეს იმ მოსამართლეებისა, რომლებიც რეპრესიულ გადაწყვეტილებებს იღებენ და მათ ნაცვლად ახლა ხელახლა გადმოიყვანეს რეგიონებიდან ახალი მორჩილი მოსამართლეები. სასამართლოშ არიან ღირსეული მოსამართლეები და შესაბამისად, ვერ პოულობენ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ხელს მოაწერენ აბსოლუტურად ყველაფერზე. ამიტომაც არის, რომ ეს საქმეები ტრიალებს ერთი და იგივე მოსამართლეების ხელში", - ამბპბს მარიკა არევაძე.

მსგავსი სიახლეები