საია: ვრცელდება მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის შესახებ
ვრცელდება მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის შესახებ - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საია ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე თავდასხმის მცდელობად აფასებს.
მსგავს ქმედებებზე საიას ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება - წერს ორგანიზაცია.
საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. საჩივარი გაიგზავნა 2025 წლის 21 თებერვალს.
❗2026 წლის 22 იანვარს გვეცნობა, რომ სასამართლომ დაიწყო საიას საჩივრის (6547/25) განხილვა. სასამართლომ ასევე დაიწყო ორი სხვა საჩივრის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით.
❗საიას არასდროს მოუთხოვია დროებითი ღონისძიების გამოყენება არჩევნებთან დაკავშირებულ დავაზე. შესაბამისად, საიას მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შესახებ გავრცელებული ცნობები არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას.
❗ამასთან დაკავშირებით დღეს საიამ მედიასაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
❗ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე თავდასხმის მცდელობა. მსგავს ქმედებებზე საიას ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
📌 ფოტოზე იხილეთ სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაცია, სადაც მოცემულია ინფორმაცია საიას საჩივართან დაკავშირებით: საქმის სახელი, საქმის ნომერი, საქმის გაგზავნის თარიღი", - წერია გავცრელებულ ინფორმაციაში.