ტროტუარის დგომის საქმე - ანი ახმეტელს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
ტროტუარის დგომის საქმე - სამოქალაქო აქტოვისტს, ანი ახმეტელს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მოსამართლე ცეკვავა. ტროტუარზე დგომა კანონდარღვევა არ ყოფილა და არც იქნება არასდროს. გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას ბოლომდე, გავასაჩივრებთ ამ ყველაფერს აუცილებლად უმაღლეს ინსტანციებში და დაველოდებით სტრასბურგის შედეგს უკვე საბოლოოდ", - განაცხადა ანი ახმეტელმა.
ცნობისთვის, დილიდან ხალხს პატიმრობაში დილიდან ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია. ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.
ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც.