"პირველად ვამბობ სიტყვას დამეხმარეთ" - 8 წლის იოსებს საზოგადოების დახმარება სჭირდება
8 წლის იოსებ პეტროსიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას გაუჩნდა შანსი, რომ ეტლიდან ადგეს და ფეხზე გაიაროს, ამისთვის კი სტამბოლში მკურნალობა სჭირდება.
იოსებ პეტროსიანი დაიბადა დღენაკლული, გადაიტანა ბევრი კრიზისული დღეები ,დაჭირდა შუნტირება ჩაუდგეს თავში აპარატი, იბრძოლა 4 თვე სიცოცხლისთვის და ამ ბრძოლაში გაიმარჯვა , მაგრამ ზრდასთან ერთად ემატებოდა ჯანმრთელობის პრობლემა... გადატანილი აქვს რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ...თავში აქვს კისტა , რომელზეც არ შეიძლება ხელით შეხება და ოპერაცია. მკურნალობით კისტა არ გაქრა, ზრდადია:
არ ვიცი რა იქნება სამომავლოდ. 8 წელია ვიბრძვი მასთან ერთად. დამყავს თერაპიებზე , რაც, ყოველთვიურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ,მაინც ვახერხებ რომ არცერთი თერაპია არ ჩავუგდო... წინსვლა ისაა, რომ იოსებმა გამართა ფეხი და ცდილობს რომ დადგეს, აქვს შანსი რომ ეტლიდან ადგეს და გაიაროს. ნატვრად მაქვს ოქროსხელება ექიმთან (ჯენგიზთან) ვიზიტი რომელიც სტამბულშია. გსმენიათ ალბათ ბევრს, რა სასწაულები მოახდინა ...მაგრამ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული მასთან შეხვედრა. ძალიან მერიდება თქვენთვის თხოვნა, მაგრამ სხვა გზა არ მაქ. ჩემთვის რთულია ძალიან მსგავსი პოსტის დაწერა, მაგრამ როცა საქმე შვილის ჯანმრთელობას ეხება, დედა ყველაფერს ცდილობს რომ შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი ყავდეს... ყველას გთხოვთ, კეთილო ადამიანებო, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, რომ ჩემი პატარა ჯენგიზ ექიმთან მოხვდეს, დავიწყე აგროვება კაპიკ კაპიკ, ჩემი ნამუშევარი, ჩემი ბავშვების ფული( სოციალურიდან) ,ჩემი მეგობრების გადმორიცხული, თქვენი გაღებული ერთი ლარიც კი იოსებისთვის მნიშვნელოვანია. გთხოვთ, მუხლმოდრეკილი ყველას ჩემი ბიჭი ეტლიდან რომ ადგეს დაგვეხმარეთ. პირველად ვამბობ ამ სიტყვას ხმამაღლა და გთხოვთ, დამეხმარეთ იოსების გამოჯანმრთელებაში,- ამბობს იოსების დედა, ინგა სარიშვილი.
იოსების დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
GE46BG0000000534499567 საქ. გ.ს
GE77TB7823545068100037 თბს.ი.ს