შპს “მზიურის“ და შპს “აგროჰაბის“ დამფუძნებელი: ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა, ფასების შემცირება შესაძლებელია

23.01.26 14:57
შპს “მზიურის“ და შპს “აგროჰაბის“ დამფუძნებელი: ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა, ფასების შემცირება შესაძლებელია

ირაკლი კობახიძესა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს მზიურის და შპს აგროჰაბის დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, “ფასების შემცირება შესაძლებელია.“

„ეს [ფასები] არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, ფასების შემცირება შესაძლებელია. ფასნამატი და ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის სხვანაირად არის, რადგან ლოჯისტიკური და სხვადასხვა ხარჯი არსებობს”,- განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.

რაც შეეხება სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის შესვლას ქსელებში, ბიზნესმენი ამბობს, რომ დისკომფორტი არ ყოფილა, რადგან ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა.

ბოლო სამი წელი იმიტომ ამოიღეს, რომ საგადასახადო კანონმდებლობით, ბოლო 3წელზე მეტის გამოკვლევის უფლება არ აქვთ, ალბათ ამიტომ, მაგრამ მასალა დიდია და გარკვეული ვადები მოვითხოვეთ, - ამბობს ის.

ახვლედიანი საფრთხეებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ პირიქით, ყველას უფლებები იქნება დაცული.

ჯერ არანაირი ზღვარი არ დაუწესებიათ და თუ დააწესებენ მერე ვილაპარაკოთ, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები