მოსამართლე ცაცუამ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა

23.01.26 15:21
მოსამართლე ცაცუამ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. 

დილიდან ხალხს პატიმრობაში ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია.  ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.

ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.

ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც. 

 

მსგავსი სიახლეები