დიმიტრი ჯამბურია აპირებს, იზოლატორამდე საკუთარი ფეხით მივიდეს

23.01.26 15:31
დიმიტრი ჯამბურია აპირებს, იზოლატორამდე საკუთარი ფეხით მივიდეს

დიმიტრი ჯამბურია აპირებს, ზაჰესისი იზოლატორამდე საკუთარი ფეხით მივიდეს - სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარზე დგმოს გამო 4 დღიანი პატიმრობა რამდენიმე საათის წინ მოსამართლე დავით მაკარიძემ შეუფარდა.

ის გამომძიებლებს ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებოდა. 

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ტროტუარის დგომის გამო სასამართლომ 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა ნათია ჭავჭანიძის ქმარი დიმიტრი ჯამბურია. ის სამართალდამცველებს საქალაქო სასამარტლოში ამ დრომდე ელოდება. 

ხალხს დილიდან პატიმრობაში ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია.  ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.

ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.

ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც. 

მსგავსი სიახლეები