სასახლის ღობის საქმე - "ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტს საერთოდ არ ახსოვდა, რომ დავით სტურუაზეც ჰქონდა ექსპერტიზა ჩატარებული"

23.01.26 16:43
სასახლის ღობის საქმე - "ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტს საერთოდ არ ახსოვდა, რომ დავით სტურუაზეც ჰქონდა ექსპერტიზა ჩატარებული"

სასახლის ღობის საქმე - 15 პირის საქმეზე, დღეს სასამართლოში დაიკითხა ბრალდების მხარის 5 მოწმე: ეკეატერინე ყუფარაძე, ეთერ რუხაძე, ვალერიან მესხი, დავით თინიკაშვილი და ნუგზარ ტალახაძე, რომლებმაც სულხან აბრალავას, ევა შაშიაშვილის, რევაზ ჯორბენაძის, ია დარახველიძის, ჯანდრი თირქიას, კონსტანტინე კოკაიას, გენადი კელიხაშვილის და დავით სტურუას შესახებ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს.

  • ამ საქმეში ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.
  • კონსტანტინე ჩახუნაშვილს, ია დარახველიძესა და ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.

დავით სტურუას ადვოკატის, მარიამ ჩხეიძის თქმით, ნუგზარ ტყემალაძეს „საერთოდ არ ახსოვდა“, რომ დავით სტურუაზეც ჰქონდა ექსპერტიზა ჩატარებული, სანამ დაცვის მხარემ „სრულიად შემთხვევით ჰკითხა“, ხომ არ ჩაუტარებია ექსპერტიზა.

ჩვენც არ უარვყოფთ, ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანი იქ იყვნენ, უბრალოდ გამოვთქვამთ პრეტენზიას, რომ არაკომპეტენტურები არიან, ადამიანს ისიც არ ახსოვდა, რომ ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული და აპირებდა, რომ ექსპერტიზაზე ესაუბრა, რაც არც კი ახსოვდა. დაცვის მხარეს კითხვა არ დაუსვამს ამ პირისთვის“, - თქვა ადვოკატმა.

ია დარახველიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, დარახველიძის საქმეზე დაკითხულ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტს დასკვნაში ეწერა, რომ სამ ვიდეოში ამოიცნო ია დარახველიძე, თუმცა სხდომაზე დასმულ შეკითხვაზე, როგორ უნდა ამოიცნო პიროვნება, რომელიც ზურგით დგას და პირბადე უკეთია, მოწმემ თქვა, რომ „რამე ნიშნებით ის არ ამოუცნია, მხოლოდ ლოგიკურად დაასკვნა“.

დღეს დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა თავისი დასკვნა. ექსპერტი წერილობით განმარტავდა, რომ ვიდეოებში, 3 ვიდეო იყო სულ წარდგენილი, რომ თითქოსდა მან ამოიცნო ია დარახველიძე. მან პორდაპირ დაადასტურა, რომ რაიმე ნიშნით ის არ ამოუცნია და მხოლოდ ლოგიკურად დაასკვნა იქინდა გამომდინარე, ვითომდა ვიდეოები ერთმანეთს გავდა. დასკვნაში ასევე უწერია, რომ ეს სამი ვიდეო არის გადაღებული სხვადასხვა აპარატით, სხვადასხვა აპარატით, სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა დროა და რას ნიშნავს ეს ლოგიკურად დაკავშირება და რითი დაასკვნა ეს ჩემთვის გაუგებარია", - აცხადებს ადვოკატი.  

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

მსგავსი სიახლეები