პროტესტი ისნის გამგეობასთან - 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები დახმარებას ითხოვენ
პროტესტი ისნის გამგეობასთან - 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.
მოქალაქეებს აინტერესებთ, როდის დასრულება სკოლის სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო.
იმის გამო, რომ სასწავლო დაწესებულების შენობაში მოსწავლეების მიღება არ შეუძლიათ, მოზარდები სხვა სკოლებში ჰყავთ გადანაწილებული და მათ სამ ცვლაში უწევთ სწავლა.
იმიტომ იწელება ეს, რომ პირველი დასკვნა როცა დაიდო, დაიწერა, რომ ექვემდებარება რემონტს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ საძირკველზე ჰქონია დაზიანება, მე მეუბნება წარმომადგენელი, მოძებნე ფართი და შეგიშვებ, მე უნდა მოვუძებნო ფართი?- ამბობს ერთ-ერთი მოშბელი.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გამგებელთან შეხვედრა იყო. აკაკი ხლაბუსტოვი მათ შეხვდა და დაჰპირდა, რომ განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან უშუამდგომლებს.
ჩვენ არ გვეხება ეს საკითხი, მაგრამ გამგებელი რომ ვარ მოვედი. ვფლობ ინფორმაციას ამ პრობლემაზე, შეკითხვები იყო, რომ მანდ სხვა რარაც უნდა აშენდესო? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მანდ აუცილებლად იქნება სკოლა, - თქვა მან.
პროტესტის მონაწილეები ახლა განათლების სამინისტროს პასუხის მოლოდინში არიან. ისინი აპირებენ,რომ შვილებთან ერთად განათლების სამინისტროს წინ გავიდნენ და იდგნენ იქამდე, ვიდრე პრობლემები არ მოგვარდება.
აქცია განათლების სამინისტროს წინ მათ 26 იანვრს, 14:00 საათზე დაანონსეს.