"ბომბი" - ბათუმში, პერფორმანსის გამო სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

23.01.26 21:43
"ბომბი" - ბათუმში, პერფორმანსის გამო სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ბათუმში, პერფორმანსის გამო სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პროტესტის მონაწილემ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ, ტროტუარზე წიგნი დადო წარწერით -"ბომბი" და თოკით.

ადგილზე პოლიციელთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ შსს-ში არ უთხრეს, რის საფუძველზე გადაიყვანეს აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში. 

[ფოტო: "აჭარა თაიმსი"]

მსგავსი სიახლეები