ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

24.01.26 10:34
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე -  2001 წელს დაბადებული  ე.ო.  დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. 

სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული მამაკაცი,  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,   საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. 

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები