ზუგდიდში დაკავებულ აქტივისტებს პატიმრობა შეეფარდათ

02.11.21 12:13
ზუგდიდში დაკავებულ აქტივისტებს პატიმრობა შეეფარდათ

არჩევნების დღეს სამეგრელოში  დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს  ზუგდიდის სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბანთან დაკავებულ გიორგი მუმლაძეს 10 დღიანი, ნიკოლოზ ნარსიას და ალბერტ მერაბაშვილს 8-8 დღით პატიმრობა შეეფარდათ. მანამდე სასამართლომ კახა კვეკვესკირს 5 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ისინი არჩევნების დღეს უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ, რა დროსაც წვრილმანი ხულიგნობის (166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულები ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ. 

მსგავსი სიახლეები