მოკლული მასწავლებლის საქმე - პირველი ინტერვიუ დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამასთან
პირველი ინტერვიუ თბილისში მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის მამასთან. როგორც არასრულწლოვანის მამა ირწმუნება, გიგა ავალიანს მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მუშტი და მოზარდები პედაგოგთან საჩხუბრად არ მისულან.
დაკავებულის მშობელის ინფორმაციით, გიგა ავალიანი საავადმყოფოში კონტაქტურ მდგომარეობაში შეიყვანეს, ახსოვდა სახელი და გვარი და ითხოვდა დედასთან დარკვას.
როგორც კაცი "პირველებთან" აცხადებს, კლინიკაში მასწავლებელს დაგვიანებით ჩაუტარდა კვლევები, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გართულდა.
მოწმე ყვება, რომ გიგა ავალიანს ერთი პატარა ნაკაწრიც კი არ ჰქონდა და შუბლზე ვასხამდით წყალსო, აი ის ბიჭები ვინც მივიდნენ დასახმარებლად, სანამ სასწრაფო მივიდოდა. გაწითლება და კოპიც კი არ ჰქონიაო. გარდა მოწმეების ჩვენებისა არის ვიდეო, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ბავშვს ხელში არ უჭირავს არც ქვა, არც რამე ნივთი, ურტყამს ერთხელ მუშტს, საწყალი გიგა ავალიანი ვარდება და არტყამს თავს. იქვე ჩანს, რომ ცდილობენ გამოფხიზლებას. ჩავლისას, რომელიღაც გარაჟთან იყო კამერა, რომელმაც ჩაიწერა ხმა და ვიდეო გავლისას, სადაც ერთი ეუბნება მეორეს- რატომ დაარტყი? რაც იმასაც ამტკიცებს, რომ პრინციპში საჩხუბრადაც არ მისულან და ერთი დარტყმაც კი არ ჰქონიათ განზრახული, მაგრამ ერთ დარტყმაზეა ლაპარაკი.
არის ასევე ტაქსისტის ჩვენება საქმეში, რომელიც ამბობს, თუ როგორ ეუბნება ჩემი შვილი ეუბნება მეგობარს - არ უნდა დამერტყაო. ასევე საქმეში დევს ის, რომ გიგა საავადმყოფოში მოხვდა კონტაქტური, უთხრა თავისი სახელი და გვარი, უთხრა რომ დედისთვის დაერეკათ. ქალბატონი ეკას ჩვენება არის, სადაც თვითონ აქვს ნათქვამი - "დამირეკეს და მითხრეს, არ ინერვიულოთ, არაფერი არ ხდებაო, მოწამლულია და ვუკეთებთ კუჭის გამორეცხვასო". იმავე საქმეში დევს ის ფაქტები, სანამ ქალბატონმა ეკამ არ დაიწყო ყვირილი, ბავშვს კატე გაუკეთეთო, კატესაც არ უკეთებდნენ. დაგვაინებით გაუკეთეს კატე, ასევე ერთი საათი არ ჰყავდათ ის ადამიანი, ვინც წაიკითხავდა ამ კატეს. ამაზეც დაიკარგა დრო, დასკვნაში წერია, რომ ოპერაციას არ საჭიროებს, გადის სამი საათი, ბავშვს სისხლი ჩაექცა, უსივდება შუბლი, დედა გიჟად არის, გაუკეთეთ ოპერაციაო, უკეთებენ ოპერაციას და ქალბატონი ეკას ჩვენებაშივეა და ტელეარხებზე აქვს ასევე ნათქვამი, რომ გამოდის ექიმი და ეუბნება - "დაგვიანებულია ოპერაციაო".
მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, დამნაშავეები ვართ რა თქმა უნდა, მაგრამ დამნაშავეები ვართ იმაშ,ი რომ მუშტი დავარტყით და არა იმაში, რაც მერე მოვლენები განვითარდა. ტრაგედიაა ეს. ძალიან მინდა ხაზი გავუსვა იმ უსამართლობას, რაც პროკურატურის მხრიდან ხდება - ხდება ჩვენზე ნადირობა და ტოტალური ფალსიფიკაცია. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, ე.ი. პროკურორი პირადად არის ჩარეული ამ ყველაფერში. არ შეიძლება პატარა ბავშვები იხდიდნენ 15 წელს, არ შეიძლება. რისთვის? დემეტრე იწვა სიცხით სახლში და ახლა ემუქრება 14 წელი", - ამბობს მშობელი.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ საქმეზე ღამით რამდენიმე ბრალდებულის სახლში ჩხრეკა პარალელურ რეჟიმში მიდიოდა. ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ რომ სახლებიდან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს.
პროკურატურის მოქმედება ყველანაირ ზღვარს აჭარბებს. გუშინ 10 საატზე შემოგვივარდნენ სახლში, მე ჩემს ეუღლეს, ჩემს შვილს, დედაჩემს და კიდევ სხვა ოჯახებს. ხდება პროკურატურის მეირ ჩვენი დაშინება. 6 კაცი შემოგვიცვივდა სახლში, წაიღეს ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი ტელეფონი. ყველანაირი კომპიუტერი ყველანაირი ახსნის გარეშე. გვითრეს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად რას ეძებდნნენ არ უთქვათ. ვერაფერ ვერ აგიხსნითო, არის განჩინება მოსამართლისო, ხელი მოაწერეთო და აგვაწიოკეს. ჩემს სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც მე ვცხოვრობ დედაჩემთან, ამ სახლში, სადაც ახლა ვართ - ჩემს მეუღლესთან და ქუჩაში დაიჭირეს ჩემი შვილი და იმასაც წაართვეს ტელეფონი", - აცხადებს დაკავებულის მამა.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.