სოფელი დიღომში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში კედელი კედელი ჩამოინგრა და მანქანა მოიყოლა
სოფელი დიღომში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში კედელი ჩამოინგრა და მანქანა მოიყოლა - ამ წუთებში, აღმაშენებლის 2ა-ში სამაშველოს, საპატრულოს და გამგეობის წარმომადგენლები არიან მისულები.
ირკვევა, რომ კედლის ავარიულობის შესახებ მოსახლეობას ორჯერ ჰქონდა მიმართული მერიისთვის.
ამ დილით ისეთი გრუხუნი გასიმა, კედელი ჩამოინგრა და ჩვენი მანქანა მოიყოლა. ფაქტობრივად მანქანა აღარ ვარგა. ეს კედელი იყო დაზიანებული, ამორტიზებული თითქმის. მერიაში განცხადება გვქონდა შეტანილი ორჯერ, მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსულები, დაათვალიერეს და განხილვის საკითხი იყო დაყენებული. ახლა შაბათ კვირაა და ორშაბათამდე ხელი არ ახლოთ ამასო", - ამბობს ადგილობრივი.
როგორც მოსახლეობა "პირველებს" ეუბნება, ავარიულია ასევე საცხოვრებელი კორპუსიც და შენობიდან ნალესი მასალა ვივა.
თვითონ კორპუსსაც აქვს პრობლემები, რის გამოც ორჯერ მივმართეთ მერიას, ჩანს ხილულად, როგორც ცვივა ნალესები კორპუსიდან ქვემოთ, ასევე ეს კედელი იყო გადმოწეული, დაბზარული და ამის შესახებაც მოგვივიდა განაცხადი. ანუ კორპუსი არ ჩათვალეს ავარიულად, მაგრამ ეს კედელი არის საყურადღებო და განხილვაშიაო გვითხრეს", - ამბობს მოსახლე.