"სირცხვილია, როცა მზია ამაღლობელი ციხეში ჰყავთ და პოლიციელების ცემაში მხილებული ძალოვანები თავისუფლებაზე" - ვადო მაჭავარიანი

24.01.26 13:36
"სირცხვილია, როცა მზია ამაღლობელი ციხეში ჰყავთ და პოლიციელების ცემაში მხილებული ძალოვანები თავისუფლებაზე" - ვადო მაჭავარიანი

პოლიციელების ცემაში მხილებული ძალოვანი უწყების თანამშრომლები თავისუფლებაზე, სილის გაწვნის გამო დასჯილი ჟურნალისტი კი ციხეში - სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტია, როდესაც შუფუთინსკის სიმღერის გამო დაწყებული მუშტი-კრივის შემდეგ სასამართლომ ძალადობაში მხილებულ პირებს ციხის კარი გირაოს სანაცვლოდ გაუხსნა, ხოლო "მზია ამაღლობელს შეწყალებაც კი არ აღირსეს".

დღეს  ქვეყანაში მართლმსაჯულება აღარ არსებობს - სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

სირცხვილია, რომ ორი ქართველი პოლიციელი შუფუთინსკის და რაღაცა რუსული სიმღერის გამო ჩხუბობს. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ კიდევ უფრო წარმოუდგენელია ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოსი, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი ციხეში შეწყალების ღირსადაც არ ჩათვალეს და იმის გამო ზის ციხეში, რომ ლოყა აუწითლა პოლიციელს და ეს პოლიციელი, რომელი მეორე პოლიციელს ღავს დაესხა, იმიტომ, რომ პოლიციის უფროსია, 4000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ეს მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე. ეს კიდე პატარა პრობლემაა, უშვებენ გირაოთი პედოფილებს, უშვებენ მათ ვინც ხალხს კლავს და ასევე უშვებენ მათ, ვინც მაგალითად ცოლი სცემა, ასეთები ხშირად არიან პოლიციელები, რომელბცი ძალადობენ ცოლებზე", - აცხადებს ვადო მაჭავარიანი. 

ტყიბულში შუფუტინსკის სიმღერების გამო დაწყებულ დაპირისპირებაში მონაწილე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.მსგავსი სახის გირაო შეეფარდათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს.

ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო. როგორც ირკვევა, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რესტორან "იბერიაში“ აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებების
 წარმომადგენლებს შორის დაწყებული კამათი ეზოში ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.

 

მსგავსი სიახლეები