"დაიცავი განათლება" - თსუ-ს სტუდენტებმა პირველი კორპუსიდან ბანერი გადმოფინეს
"დაიცავი განათლება" - ამ სახელოდებით ბანერი გადმოფინეს თსუ-ს სტუდენტებმა პირველი კორპუსიდან. ახალგაზრდები დღევანდელი შეკრებისთვის ემზადებიან.
სტუდენტები "ოცნების" განათლების რეფორმის წინააღმდეგ დღეს ქუჩაში გამოდიან- საღამოს 19:00 საათზე ახალგაზრდებს საპროტესტოო აქცია აქვთ დაანონსებული. შეკრება ფილარმონიასთან დაიწყება და სავარაუდოდ მსვლელობით გაგრძელდება ქვეყნის ცენტრალური გამზირისკენ.
სტუდენტები აცხადებენ. რომ ხედავენ საფრთხეს იმისა ,რომ ხელისუფლება მოსპობს თავისუფალი და ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას და შეზღუდავენ აკადემიურ თავისუფლებასაც.