ორმაგი მკვლელობა სოფელ მუხრანში - პოლიცია ქვეყნის მასშტაბით შავ ავტომობილს ეძებს

25.01.26 11:18
ორმაგი მკვლელობა სოფელ მუხრანში - პოლიცია ქვეყნის მასშტაბით შავ ავტომობილს ეძებს

ორმაგი მკვლელობა სოფელ მუხრანში - ირკვევა, რომ მოქმედი სამხედრო და მასთან ერთად მყოფი პირი მიმავალი ავტომობილიდან ჩაცხრილეს. პოლიცია, ქვეყნის მასშტაბით ეძებს შავ მანქანას, რომლითაც სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ მკვლელი ადგილიდან მიიმალა.

"პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაადგინა მანქანის სანომრე ნიშნები, რადგან ადგილზე დამონტაჟებული მაღალი გარჩევადობის სამეთვალყურეო კამერები გასულ ღამეს გათიშული იყო.

ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ავტომობილი, რომელსაც ათამდე ნატყვიარი ეტყობა, ამ წუთებში ევაკუატორით გადააქვთ. 

"პირველები" ადგილობრივებსაც ესაუბრა, რომლებიც მომხდარს იხსენებენ. 

სროლის ხმა გავიგეთ, გავედით და უკვე მომხდარი იყო ეს ამბავი. გასამეტებლი ხალხი არ იყო, ვერსიები ათასნაირი იყო. სერიოზულად იყვნენ დაჭრილები. სასწრაფი სანამ მოვიდა, 112 რომ გადსცეს, კამერები შეამოწმეს, რაღაც შავ მანქანას ეძებდნენ, - ამბობს ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რომ მუხრანის ცენტრში  ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი გუშინ საღამოს 20:00 საათისთვის ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ­წარ­სულ­ში მომხდარ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მოტივი შურისძიება გახდა.

მსგავსი სიახლეები