პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი დანით დაჭრა

25.01.26 11:49
პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი დანით დაჭრა

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა ბათუმში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები