მკვლელობა მუხრანში - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება
მუხრანში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი, ძირითადი ვერსიით, კონფლიქტი ერთ-ერთ ჩაცხრილულ მამაკაცს, ზურაბ სანამაშვილს უკავშირდება, რომელსაც მუხრანში დაპირისპირება ორ სხვადასხვა პიროვნებასთან ჰქონდა. ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენია, რომელიც მუხრანში ხორცის საწარმოს ფლობდა, მეორე კი საპატიმროდან ახალი გამოსული პირია, რომელიც სწორედ სამანაშვილთან არსებული კონფლიქტის და ცემის გამო იჯდა ციხეში.
პარალელურად, სამართალდამცველები გაქცეულ დამნაშავეს ეძებენ, რომლის შესახებაც ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ გასროლამდე რაიმე ჩხუბის და დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ.
მაღაზიაში ვიყავი და კინოს ვუყურებდი. რომ გამოვედი, დავინახე ერთი ძირს ეგდო და მერე, მეორე მმხარეს რომ მივედი, მეორეც დავინახე. სადღაც სამი გასროლა იყო, მერე სასწრაფო მოვიდა და ერთი წაიყვანა, მეორე უკვე გარდაცვლილი იყო. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ცენტრში, დღე ასეთი რამე მოხდებოდა. ჩხუბის ხმა არ გამიგია, - ამბობს ერთ-ერთ ობიექტში მომუშავე პირი.
მოქმედი სამხედრო და მასთან ერთად მყოფი პირი გუშინ მუხრანის ცენტრში მიმავალი ავტომობილიდან ჩაცხრილეს. "პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაადგინა მანქანის სანომრე ნიშნები, რადგან ადგილზე დამონტაჟებული მაღალი გარჩევადობის სამეთვალყურეო კამერები გასულ ღამეს გათიშული იყო.