„საქმის ჩაწყობა“ 10 ათას დოლარად - პატიმრები ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს სავარაუდო თაღლითობაში ადანაშაულებენ

25.01.26 15:14
„საქმის ჩაწყობა“ 10 ათას დოლარად - პატიმრები ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს სავარაუდო თაღლითობაში ადანაშაულებენ

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სავარაუდო თაღლითობაშია მხილებული. ტვ პირველთან“ კავშირზე გამოვიდა ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადვოკატმა მას და სხვა მსჯავრდებულებს ათიათასობით დოლარის სანაცვლოდ გათავისუფლებასა და სასჯელის განახევრებას დაჰპირდა.

პატიმრის მონათხრობის მიხედვით, ადვოკატი მსჯავრდებულებს სააპელაციო ინსტანციაში გავლენის გამოყენებას ჰპირდებოდა. 

დაზარალებულების ინფორმაციით, კობაიძეს თანხის ნაწილი უკვე გადაეცა, თუმცა მოგვიანებით ადვოკატმა ქვეყანა დატოვა და მოსკოვში წავიდა, სასამართლოში კი დაპირებული ქმედებები არ განხორციელდა.

პატიმრის მტკიცებით, აღნიშნული სქემის შედეგად დაზარალებული რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს.

ალექსანდრე კობაიძე შემოვიდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში. დამპირდა, რომ 10 ათასი დოლარი გადამიხადეთ და შევთანხმდებით სააპელაციო სასამართლოში და სასჯელის ნახევარს მოგაკლებთო, მე ხალხი მყავს "ქართულ ოცნებაშიო", ჩავრევ ხალხს და სასამართლო პროცესს როგორც გვინდა, ისე დავასრულებთო. ორი-სამი თვე გავიდა, ალექსანდრე კობაიძე არსად აღარ გამოჩენილა და მერე გავარკვიეთ, რომ გაიქცა მოსკოვში, ფული გადავუხადე, 5 ათასი დოლარი მივეცი და ალექსანდრე კობაიძე მოსკოვშია. თავიდან 10 ათასი დოლარი ითხოვა, შემდეგ 20 ათასი დოლარი და შემდეგ შევთანხმდით ფულის ნაწილზე და იმის შემდეგ საერთოდ გაქრა. 

ჩემს გვერდზე მყოფ პატიმარს, ეგ გყავდა ადვოკატი და 20 ათასი ლარი ჰქონდა გადახდილი და შემდეგ თაღლითი აღმოჩნდა, პატიმრებს ატყუებს, ბრალდებულებს ატყუებს, "მე "ქართულ ოცნებაში"ს აქმეს გავაკეთებ და გაგიყვანთ ციხიდანო", ასე ამბობს, ფულს გვართმევს და არაფერს აკეთებს, - ამბობს პატიმარი.  

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კობაიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედებდა და მათ ქოლ ცენტრშიც მუშაობდა.  

მსგავსი სიახლეები