ურთიერთბრალდებები და ოჯახებს შორის დაპირისპირება - გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები ბრალდებას არ აღიარებენ

25.01.26 20:08
ურთიერთბრალდებები და ოჯახებს შორის დაპირისპირება - გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები ბრალდებას არ აღიარებენ

თემქაზე მოკლული გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ საქმის მთავარი ფიგურანტის, არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახის მხრიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ. მოკლული პედაგოგის დედის განცხადებით, ზეწოლის მიზეზი გახდა მისი მოთხოვნა, 17 წლის ბრალდებულს დაუმძიმდეს ბრალი, რადგან ოჯახის შეფასებით, სწორედ ის არის დანაშაულის მთავარი შემოქმედი.

დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახი „ტვ პირველთან“ ადასტურებს, რომ ავალიანის ოჯახს ტექსტური შეტყობინება მართლაც გაუგზავნეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ წერილი მუქარას არ შეიცავდა. მათი თქმით, ოჯახმა დაზარალებულებს მხოლოდ სამძიმარი გამოუცხადა და მოკლულის ბიძას პირისპირ შეხვედრა სთხოვა - ჟურნალისტებისა და ადვოკატების გარეშე.

ამავე საქმეზე პროკურატურამ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა - დალუქულია კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების ფარგლებში არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდეს.

გაბაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი მასწავლებელთან მხოლოდ საუბრის მიზნით მივიდა და მას ფიზიკურად მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.