"ოცნების" ქოლცენტრების კაპიტანი სკანდალშია - პატიმარი ალექსანდრე კობაიძეს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს

25.01.26 20:19
"ოცნების" ქოლცენტრების კაპიტანი სკანდალშია - პატიმარი ალექსანდრე კობაიძეს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს

სკანდალურ ინტერვიუში ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს მსჯავრდებულების მოტყუებასა და მათი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. პატიმრის მტკიცებით, კობაიძე მსჯავრდებულებს სააპელაციო სასამართლოში საქმის „ჩაწყობასა“ და სასჯელის განახევრებას დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ ჰპირდებოდა.

დაკავებულის მონათხრობის მიხედვით, ადვოკატი ამ მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან კავშირებზე მიუთითებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ დაპირებებს არ ასრულებდა.

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით „ტვ პირველმა“ ალექსანდრე კობაიძეს საადვოკატო ბიუროში მიაკითხა, თუმცა ოფისი დაკეტილი დაგვხვდა. მოგვიანებით მიღებულ წერილობით შეტყობინებაში ადვოკატი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მათ სიცრუეს უწოდებს.

ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრე კობაიძე ქვეყნიდან უკვე წავიდა. ეს მის წინააღმდეგ გაჟღერებული პირველი ბრალდება არ არის - სხვადასხვა წყაროს ცნობით, ადვოკატი არაერთ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს.

ერთ-ერთი დაზარალებული ნონა ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კობაიძემ მოტყუებით გადაიფორმა ბინა, რომლის გაყიდვასაც ქალი ძმის მკურნალობის დასაფინანსებლად გეგმავდა, თუმცა თანხა არ გადაუხადა. შედეგად, მძიმე სენით დაავადებული მამაკაცი და მისი და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.