კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა

26.01.26 12:23
კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა

კახა ბექაურმა, 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია დატოვა. 2017 წლიდან კომისიის თავმდომარედ არჩევის შემდეგ, წელს მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ბექაური 9 წლის წინ, 2017 წელს გახდა და კომისიას 2 ვადის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. წევრის პოზიციაზე ის გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა.

ხელმძღვანელის პოსტზე არჩევნები 29 იანვარს გაიმართება.