მოსამართლე ცაცუამ ნატაში ლაზიშვილს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

26.01.26 12:29
მოსამართლე ცაცუამ ნატაში ლაზიშვილს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

ტროტუარზე დგომის გამო ნატაში ლაზიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პარლამენტთან ტროტუარზე აქციის დროს ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების/შეფერხების შექმნას ედავებოდა.