თბილისის მერია: სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საბურთალოს და დიდუბის რაიონში ღამით მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის განცხადებით, სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საბურთალოს და დიდუბის რაიონში ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობით, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე.
სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - წერია განცხადებაში.