"ყველა შვილს ერთნაირად ვიცავთ" - პენიტენციურ სამსახურთან პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ

27.01.26 13:53
"ყველა შვილს ერთნაირად ვიცავთ" - პენიტენციურ სამსახურთან პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ

პენიტენციურ სამსახურთან მიმდინარე პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ.

დილიდან ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ქალებს  გიორგი პატარიძესთან საუბარი, პოლიტიკურ პატიმრებისთვის, ნანა სანდრესისა და ანასტასია ზინოვკინასთვის ციხეში შესაბამისი სამედიცინო კვლების ჩატარების აუცილებლობაზე სურთ.

უნდა ვაიძულოთ უწყება, რომ ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსს შესაბამისი კვლევები ჩაუტარონ - ამბობს ნიკა კაციას დედა, მარინა აფციაური.  

ჩვენ ყველა შვილს ერთნაირად ვიცავთ. ეს ასეა. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ვიბძრით ყველასთავის თანაბრად. ამ შემთხვევაში ვიბრძვით ანასტასია ზინოვკინასთვის და ნანა სანდერსისთვის. უნდა ვაიძულოთ ესენი, რომ ამ ორ გოგონას უმკურნალონ", - ამბობს ნიკა კაციას დედა, მარინა აფციაური.