ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა მოინახულა. როგორც უფლებადამცველი ამბობს, არ იცის, კონკრეტულად რას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რადგან ილია ღუდუშაურს ჯერ ბრალი არ წარდგენია.
როგორც ჩანს, ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა გამოკითხული არის თუ არა ილია ღუდუშაური და რამდენჯერ, ეს დეტალები ჯერ არ გაგვივლია - ამბობს ადვოკატი.
ზოგად თემებზე ვისაუბრეთ, ბრალი არ აქვს ჯერ წარდგენილი, შესაბამისად საქმის მასლები არ გადმოუციათ ჯერ, ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ რას ედავებიან ან რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ. ჩვენებაც არ აქვს ჯერ მიცემული, მე როგორც ვიცი.
როგორც ჩანს, ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა გამოკითხული არის თუ არა და რამდენჯერ, ეს დეტალები ჯერ არ გაგვივლია. მე მქონდა ახლა მხოლოდ ზოგადი საუბარი. მითხრა, რომ სამსახურებრივთან დაკაშირებითაა რარაც, თუმცა კონკრეტიკაში არ შევსულვართ, იმიტომ, რომ დაველოდებით ბრალის წარდგენას და მასალების გადმოცემას", - ამბობს ადვოკატი.
ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდს.
საქმის მასალების მიხედვით, ამავე 2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.