თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს
სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგიდიდს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ფატი ფურცხვანიძემ გამოაცხადა.
სამოქალაქო აქტივისტს პოლიციელიმა, ნიკოლოზ თორდიამ ფეისბუქზე დაწერილი სიტყვა „ფარჩაკის„ გამო უჩივლა.
სამართლადმცველი ამტკიცებდა, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი მისთვის შეურაცხმყოფელი იყო და აქტივისტის დაპატირებას ითხოვს.
- ნიკოლოზ თორდიასთვის ეს რიგით მესამე საჩივარია აქტივისტების წინააღმდეგ.
პროცესი ასე რომ შევაფასო, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მიკერძოებული იყო. არ შეიძლება მსგავსი არაფრისმომცემი საქმეების დროს ეს ყოველივე ხდებოდეს, ეს სრული მაკულატურა, აბსურდი. ვერ განმარტეს ვერცერთი შეკითხვა სრულად, რა კითხვებიც დასმული მქონდა.
საბოლოო გადაწყვეტილება არის, რომ 4 000 ლარით დამაჯარიმეს.
ის, მე რაც მეწერა, რეალურად დაამტკიცა ამ სასამართლომ, რომ კონკრეტული პიროვნებების კომპლექსებს უნდა გადავყვეთ ადამიანები, რომლებსაც გვინდა რეალური ბრძოლა, დამოუკიდებელი საქართველო და არ გვჭირდება Facebook პოსტის გამო მსგავსი საბუთებითა და მაკულატურით ვირბინოთ," - განაცხადა თაკო გვილიამ.
რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს - სხდომაზე დღეს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ პროცესიდან გააძევა სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია.
"ნეტავ როდის შემდეგ სურს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ასეთი ადამიანები" - თქვა მოსამართლემ, რაზეც დარბაზში მყოფმა "დროას" წევრმა, მარიამ სიჭინავამ მიუთითა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ამის შემდეგ ფატი ფურცხვანძემ დარბაზი სიჭინავასაც დაატოვებინა.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.