"ვითხოვთ ალტერნატიულ შენობას" - 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების პროტესტი გრძელდება
N89 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები პროტესტს აგრძელებენ. ამჯერად ისინი N103 საჯარო სკოლასთან მივიდნენ, სადაც მათი შვილები მას შემდეგ გადაანაწილეს, რაც 89 სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს მესამე ცვლაში უწევთ სწავლა, რაც მათთვის დიდი დისკომფორტია. ისინი ალტერნატიულ შენობას ითხოვენ, რათა მათმა შვილებმა სწავლა პირველ ცვლაში შეძლონ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ N89 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კიდევ 3 წელი ვერ დასრულდება.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად, მოხდეს ალტერნატიული შენობის გამოყოფა და ეს შენობა აუცილებლად უნდა იყოს ისნი რაიონის ტერიტორიაზე, რომ ბავშვებმა ნორმალურ პირობებში მიიღონ განათლება, იმიტომ, რომ იმ საათებში, როელ საათებშიც ამ ბავშვებს სკოლაში სიარული უწევთ, მათი ათვისების უნარი უკვე დაბალია და ვითხოვთ ალტერნატიული შენობის გამოყოფას, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
დირექციასთან საუბრის მერე გადავყვიტეთ ყველამ ერთად, რომ ისევ წინ, არანაირად არ შეჩერებულა ჩვენი ბრძოლა, ვინაიდან პასუხი კონკრეტულ კითხვებზე არ გვაქვს. ჩვენი კითხვა, ყველასი ერთად, ისევ ერთია: როდის დაადგება საშველი ჩვენს სკოლას და როდის იქნება ამ ყველაფერზე პასუხი. პასუხისმგებლობას ყველა იხსნის, არავის აქვს პასუხი და ჩვენც გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, - ამბობს მშობლები.
მშობლები აქციის გამართვას ხვალ თბილისის მერიასთან გეგმავენ.