პროტესტი ბათუმში - ღია ცის ქვეშ დარჩენილები თავშესაფარს ითხოვენ

27.01.26 18:21
პროტესტი ბათუმში - ღია ცის ქვეშ დარჩენილები თავშესაფარს ითხოვენ

ბათუმში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების პროტესტი გრძელდება. სამდღიანი პროტესტის შემდეგ მათ დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. 

საქმე ეხება თურქი ბიზესმენისთვის ჩამორთმმეულ კორპუსებს, სადაც მოქალაქეები შესახლებას ითხოვენ. 

პირველი, ვინც პროტესტის მონაწილეებს შეხვდა, აჭარის მთავრობის ჯანდავის მინისტრი იყო, რომელმაც მათ მისცა პირობა, რომ ყველას საცხოვრებელი ფარდთებით უზრუნველყოფდა. ამ დაპირების მიუხედავად, პირობის შესრულების ვადები არ გაჟღერებულა. 

სადავო ლეგიტიმაციის მქონე მინისტრმა დღეს ასევე თქვა, რომ საჭიროა დადგინდეს, რომ ამ ადამიანებს საცხოვრებლები ნამდვილად არ აქვთ. 

ქუჩაში ვარ, სასამელი-საჭმელი არა, სახლ-კარი არა, შვილი არა, ძირი არა. უპატრონო ქალი ვარ, ვითხოვ, რომ დამეხმაროთ, - ამბობს აქციის მონაწილე.

28 წელია ვცხოვრობ ნაქირავებში, ვწერ განხადებებს, ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის უარი მომდის, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ მთავორბის გადაწყვეტილებას კიდევ რამდენიმე დღე დაელოდებიან.

ბათუმში თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის კუთვნილი ცხრა საცხოვრებელი კორპუსი კონფისკაციას დაექვემდებარა. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული შენობები უკანონოდ იყო აშენებული და მათ მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვები არ არსებობდა.

კონფისკაციის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, კორპუსებთან მივიდნენ უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებმაც სახელმწიფოსგან ბინების გადაცემა მოითხოვეს. მათ შორის იყვნენ ეკომიგრანტებიც, რომლებიც, მათი თქმით, წლებია სახელმწიფოს დახმარებას ელოდებიან.