ჯანმრთელობა პატიმრის უფლებაა! - აქცია პენიტენციურთან
ჯანმრთელობა პატიმრის უფლებაა! - ამ მოწოდებით პენიტენციურ სამსახურთან აქცია გრძელდება. ადგილზე ქალი პოლიტიკოსები და მათთან ერთად სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დგანან და ნანა სანდერსისა და ანასტასია ზინოვკინასთვის სამედიცინო კვლების ჩატარებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ მათ ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდა, რომელმაც შეკრებილებს დაჰპირდა, რომ ქალ სინდისის პატიმრებს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.
ვესაუბრეთ პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს და პირველად ჯანდაცვის მიმართულების სამსახურის უფროსს, ვუთხარით ჩვენი წუხილების შესახებ. მას შემდეგ, რაც ადვოკატები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას ყველა კვლევისა და ანალიზის პასუხების შესახებ, აუცილებლად ვაჩვენოთ ლატერნატიულ ექიმთა კონსილიუმს ეს ანალიზებიდა ვნახოთ მათი შეფასება და დასკვნა როგორი იქნება და წარმოავადგინოთ პენიტენციურ სამსახურში. მე ვფიქრობ, რომ ამის მზაობა, გარკვეულ საკითხებზე იყოს მოქმედებები და შესაბამისად, ველოდებით როგორ განვიტარდება მოვლენები, - ამბობს პროტესტის მონაწილე.