მოქალაქეები ემიგრაციაში ოჯახებით მიდიან - რატომ გარბის ხალხი?
სოციალურ ქსელებში, მათ შორის ემიგრანტების მიერ შექმნილ ჯგუფებში, სულ უფრო ხშირად ვრცელდება პოსტები საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ემიგრაციაში წასვლას გეგმავენ ან უკვე იმყოფებიან უცხოეთში. განსაკუთრებით ხშირად ასეთი შინაარსის სტატუსები ეხება ესპანეთს, თუმცა მსგავს კითხვებსა და პრობლემებს სხვა ევროპულ ქვეყნებზეც სვამენ. პოსტების დიდი ნაწილი ანონიმურად იდება.
სტატუსების მიხედვით, მოქალაქეები ცდილობენ გაარკვიონ, როგორია დასაქმების პირობები ევროპაში, რა გზებით შეუძლიათ სამუშაოს პოვნა და რა რეალობა ელით ადგილზე. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით, ბოლო პერიოდში ემიგრაციაში წასვლა უფრო ხშირად მთელი ოჯახების მიერ ხდება.
ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მძიმე ფინანსური მდგომარეობა სახელდება. მოქალაქეები ღიად წერენ, რომ ქვეყნიდან წასვლა მათთვის გადარჩენის გზაა. პოსტების მიხედვით, ისინი მზად არიან დასაქმდნენ დაბალანაზღაურებად სამუშაოებზეც და დღეში 15 ევროს ანაზღაურებაზეც თანხმდებიან.
ეკონომისტების ნაწილი ამ ტენდენციას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის. მათი შეფასებით, ემიგრანტების მიერ გავრცელებული ისტორიები აჩენს კითხვებს დასაქმების შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ რეალობაზე საქართველოში.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.