ეშლება თუ არა პროკურატურას სასახლის ღობის საქმე - სასამართლო სხდომის დეტალები

27.01.26 20:30
ეშლება თუ არა პროკურატურას სასახლის ღობის საქმე - სასამართლო სხდომის დეტალები

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ აქციის დღეს მონაწილეებს როლები წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული. აღნიშნულ განცხადებას დაკავებული ნანა სანდერსი გამოეხმაურა და პროკურორს უპასუხა, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის კომუნიკაციას დაადასტურებდა.

დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დასკვნა, რომ აქციის მონაწილეებს როლები ორგანიზატორების მიერ ჰქონდათ განსაზღვრული. ამ საკითხზე პროკურორმა დამატებითი განმარტებები არ გააკეთა.

ამავე სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები. საუბარია პოლიციელების სამედიცინო დოკუმენტებზე. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები ვადების დარღვევით იყო მოპოვებული, თუმცა მოსამართლემ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები