შსს: პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის გარდაცვალება სხეულის გადაციებამ გამოიწვია.
უწყების ცნობით, გარდაცვლილებს დაზიანება არ აღენიშნებოდა.
ცნობისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები გუშინ იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.