მგონია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდი დარტყმის ქვეშ იქნება - ქეთი ენუქიძე

27.01.26 21:20
მგონია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდი დარტყმის ქვეშ იქნება - ქეთი ენუქიძე

“შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი, ვარაუდობს, რომ შემდეგი დარტყმის სამიზნე საავტომობილი გზების დეპარტამენტი იქნება, რადგან მისი თქმით, შეუიარაღებელი თავლითაც ჩანს, რომ თითოეული ტენდერი რომელიმე კომპანიის გზიდან ჩამოშორების მცდელობა, ან ჰაერშუ გაფანტული თანხაა.

ქეთი ენუქიძის თქმით, ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ კონკურენცია საერთოდ აღარ არსებობს და ხალხი ვერ იღებს იმ სარგებელს, რაც ქვეყანამ შეიძლება თანაბრად მისცეს ყველას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არასწორი მმართველობის, მენეჯმენტის, კოლოსალური სიხარბის და ნეპოტიზმის ბრალია.

მგონია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინფრაქსტრუქტურის სამინისტრო იქნება დიდი დარტყმის ქვეშ. ტენდერის ეს პრეცედენტი, რომელიც აქ ვნახეთ, თუ კარგად ჩაიხედავენ, ამას აქვს მასშტაბური სახე, თითოეული ტენდერი, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება აღმოაჩინო, ან რომელიმე კომპანიის უკანონოდ გზიდან ჩამოშორების მცდელობა, ან ჰაერში გაფანტული რაღაც თანხაა. პირდად ჩემთვის ძალიან მძიმეა ის, რომ კონკურენცია საერთოდ მოისპო. ეტაპობრივად, წვალება-წვალებით შექმნილი სისტემები და სტრუქტურები, რომლებსც ახლა ევროპელებისგან თავზე მოხვეულად გვიცხადებენ, ვიღაც-ვიღაც პარლამენტარები, რაც სამარცხვინოა, რადგან როგორი მაღალი იდეალებიც არ უნდა მოგვაწოდონო, შენ თუ ბინძური ხელით შეეხები აბსოლუტრად, ყველაფერს მოსპობ და გაანადგურებ. ეს არ ნიშანვს იმას, რომ ვიღაცებმა ამ პლატფორმაზე კარგად ვერ იმუშავეს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ კონკურენცია ქვეყანაში საერთოდ უნდა მოისპოს და ადამიანებს არ უნდა მიეცეთ სახელმწიფოსგან თანაბარი  სარგებლობის უფლება იმ დოვლათით, რომელიც სახელმწიფოს აქვს და არ არის არც კონკრეტული პარტიის და არც ადამიანის. ეს არ არის არავის ბრალი, ეს არის არასწორი მმართველობის და მენეჯმენტის ბრალი, ასევე კოლოსალური სიხარბის და ნეპოტიზმის ბრალი, როდესაც ადამიანები სწორედ ფულის კეთების მიზნით, გარშემო იკრებდნენ არა პროფესიონალებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც ენდობოდნენ. საბოლოო ჯამში ასეთი ადამიანები სანდოები არასდროს არიან და ამიტომაცაა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ პანტა-პუნტით აძლევენ ჩვენებებს, - განაცხადა ენუქიძემ.

მსგავსი სიახლეები