ბათუმში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა
ბათუმში ქვეითს ავტომობილი შეეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
ავარიის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები.