“ქართული ოცნების“ მთავრობამ “ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია“ დაამტკიცა
“ქართული ოცნების“ მთავრობამ “ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია“ დაამტკიცა.
შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შესაბამის სამინისტროებთან და საჯარო დაწესებულებებთან ერთად, უზრუნველყოს, „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციით“ გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, - აღინიშნება განკარგულებაში.
რაც შეეხება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას.
დოკუმენტის თანახმად, არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს ისეთი განათლების მიწოდებას, რომელიც მოსწავლეს ჩამოაყალიბებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ.
ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით:
- • სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება
- • პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება
- • 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ
- • პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს - საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია
- • მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება - კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში
- • მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება - მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს
- • სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს - სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ვრცლად ნახეთ ბმულზე.