მოსამართლემ შალვა ჯავახია აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ფედერალისტების წევრი შალვა ჯავახია აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შალვა ჯავახიას შსს 18 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება 9 მოქალაქის შემთხვევაში ჰქონდა მიღებული. 9-ვე სამართალდამრღვევად ცნეს.