ხანძარი იყო ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში - განხორციელდა ბავშვების ევაკუაცია

28.01.26 14:24
ხანძარი იყო ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში - განხორციელდა ბავშვების ევაკუაცია

ხანძარი იყო ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში. როგორც "პირველებს" ადგილზე უყვებიან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ძველი ელექტრო გაყვანილობაა.

ამავე შენობაში ცხოვრობენ დევნილებიც. უცნობია, საიდან გაჩნდა ხანძარი.

საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია მალევე მოხერხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.