ადვოკატი პასუხობს კითხვას, ითხოვენ თუ არა რომეო მიქაუტაძისგან ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას

28.01.26 15:55
ადვოკატი პასუხობს კითხვას, ითხოვენ თუ არა რომეო მიქაუტაძისგან ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე არ გამორიცხავს, რომ რომეო მიქაუტაძეს სხვა საქმის ფარგლებში ჩვენება მიეცა, თუმცა ირწმუნება, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის ბრალდებული ექს მოადგილეს ხელი არავისზე დაუდია და არც ჩვენება მიუცია ვინმეს წინააღმდეგ. 

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე პროკურატურასთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. 

იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც განიხილება, მას არანაირი ჩვენება არ მიუცია არავის წინააღმდეგ და მისცა თუ არა მაინ რაიმე ჩვენება სხვა საქმეში, ეს ჩემთვის უცნობია. თუ ასეთი ჩვენება მან მისცა, მაშინ მოუწიდევს მას სასამართლოში იმ საქმის ფარგლებში მოსვლა და ვნახო, რა ინფორმაციას მიაწვდის ის სასამართლოს. თუ აქვს ასეთი ჩვენება მიცემული, კიდევ ერთელ ვიმეორებ. რაც შეეხება საპროცესოსთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ბრალდების მხარესაც იგივენაირად აქვს უფლება, რომ შესთავაზოს მას ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება. თუ მათ ასეთი მზაობა გააჩნიათ, ჩვენც განვიხილავთ და გავცემთ პასუხს", - აცხადებს ადვოკატი. 

აღნიშნული კომენტარის შემდეგ, "პირველებმა" დღეს ბექა ნემსიწვერიძეს ჰკითხა, რატომ იკავებს პროკურატურა თავს საპროცესო შეანხმების შეთავაზებისგან და ითხოვენ თუ არა რომეო მიქაუტაძისგან ყოფილი მაღალჩინოსნების (დავითაშვილ-ღარიბაშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემას: 

  • შეგახსენებთ, რომ რომეო მიქაუტაძის ჩვენება დევს სუს-ის ექს-შეფის, გრგიგოლ ლილუაშვილის საქმეში.

არვიცი, ჩვენთვის არავის არ შემოუთავაზებია, რომ ბატონ რომეოს მიეცა ჩვენება კონკრეტული პირების წინააღმდეგ და იმ საქმშიც თუ არსებობს ასეთი ჩვენება (საუბარია მიქაუტაძის მიერ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებაზე, რომელიც საქმეში დევს), ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინმეს წინააღმდეგაა ეს ჩვენება, თუ უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდა", - აცხადებს ადვოკატი. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს სამი მოწმე ჰყავს მიყვანილი, მათგან ორი დაცვის ხმარემ უკვე უდავოდ გაუხადა პროკურატურას. ერთი ერთი არის პირი, რომლისგანაც რომეო მიქაუტაძის ცოლის, ნინო მიქაუტაძის კომპანიამ ბორჯომში მიწა შეიძინა. 

  • ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

მსგავსი სიახლეები